ბევრი ფიქრი და ფრაზა “ისე არაა როგორც შენ ფიქრობ” ჯანმრთლობისთვის მავნებელია. აი მაგალითად სიტუაცია: დამშორდა girlfriend–ი, რომელმაც თავად არ იცის, რატომ დამშრდა, მაგრამ that’s fact. როდესაც ეკითხები ამის და ამის გამო? თუ ამის გამო?
ვერაფერს გეუბნება “ისე არაა როგორც შენ ფიქრობ”–ის გარდა. რაღაც კითხვაზე, რომელსაც ადამიანს უსვამ, შეიძლება 1000–ზე მეტი მასუხი მიიღო, მაგრამ არც–ერთი მათგანი არ აკმაყოფილებდეს შენს ინტერესს. WTF? ზუსტი მიზეზი არც მე ვიცი. არ მინდა ინსტრუქციის მსგავსად გამოვიდეს, მაგრამ მავქს რამოდენიმე სავარაუდო პასუხი:
1. ბევრი ფიქრის შედეგად ვპოულობთ დასკვნას, რომელიც შეიძლება ჩვენთვისაც ძალიან ბუნდოვანი იყოს. ვიღაცამ რომ გკითხოს რატომ ფიქრობ მასეო, უფრო იმაზე დაიწყებ ფიქრს საიდან მიხვედი მაგ დასკვნამდე, შეეცდები გაიხსენო ის, რაც შენ გაიაზრე, თუმცა აღარ გახსოვს (აი ხომ ხედავთ აქაც კი ჩახლართულია ყველაფერი.) და მთავარი კითხვა “რატომ ფიქრობ მასე?” პასუხგაუცემელი დარჩება. აქედან გამომდინარე, როგორ გინდა ადამიანს მოსთხოვო პასუხი იმაზე, რაც თვითონ ვერ გაუგია?! ვოტ – ეს ის სიტუაციაა, რომელსაც ვერ ვიტან.
2. ადამიანების ერთმანეთისაგან განსხვავებული ეგოისტობის პროცენტული მაჩვენებელი მათი სურვილების ეგოისტურობასაც განსაზღვრავს (ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ვარაუდი არ არის). აქედან გამომდინარე მათი “მინდა” და “არ მინდა” ეგოიზმის პირდაპირპროპორციული. პირადი ინტერესების სხვა ადამიანთა ინტერესებზე წინ დაყენება ნორმალურია, თუ არ ვარღვევთ იმ სხვათა უფლებას იცოდეს რა? რატომ? და როგორ ხდება?!…
აქ რომ მოვედი, უცებ გონება გამეთიშა და დავფიქრდი, ნუთუ სულ ორი ვარაუდი მქონდა?! არადა სიცხიანმა (38 მქონდა) რამდენი ვიფიქრე. მანდარინის პაუზა გავაკეთე და სულ სხვაგან ქრის კი არადა წავიდა ჩემი გონება. ბევრი მიზეზია იმისა, რატომ არ მიყვარს მთელი დღე სახლში, ოთხ კედელ შუა გამოკეტილს ჯდომა. ერთ–ერთი კი ისაა, რომ რაღაცნაირად ითენთები, დღე იწელება და თითქოს ზედმეტი დრო გრჩება. ისე სიცხიან მდგომარეობაში ნაფიქრის დაიჯერება და ჩაიწერება? რატომაც არა! ფიქრი, აზრი, შეხედულება ყველა დასაფასებელია (იმჰო) როგორც სხვების, ასევე შენი. ხომ ხდება, რომ ერთ მოვლენაზე ორი, ან მეტი სხვადასხვა მოსაზრება გაგაჩნია. ხოდა პატივი ვცეთ ჩვენს ურთიერთგამომრიცხავ აზრებს (ლოლ). ახლა უფოლოგივით ვარ, რომელიც ცრუ, ბუნდოვან ფაქტებს ჩაჭიდებულა და ცდილობს რაღაცის დამტკიცებას. კოსმოსში U.F.O-ებად დაფანტულ ჩემს აზრებს დავსდევ, არადა არის მომენტი, როდესაც ტროპიკული მეჩხერი ტყესავით არის ფიქრები. ბუჩქის სიმაღლეს, რომ არ სცდება აზრი, რადგან უცებ სხვა რამეზე გადაერთვები და მანამდე რაზეც ფიქრობდი საერთოდ გავიწყდება.
ჯორჯის დღიურებიდან
ფიქრობდა, განიცდიდა, ეღიმებოდა მოგონებებზე. თავისი თავისუფლებით ტკბებოდა. შემდეგ ჩურჩულით თქვა: “მეგემრიელება ჩემი თავისუფლება”… სიჩუმეში შხრიალი მოესმა. შიშით მიიხედა უკან, არავინ იყო. მხოლოდ სიცოცხლე მილეული, ლამაზი ლიანდაგი. კვლავ მოესმა ხმა, ამჯერად უფრო ახლოს იყო… ვინ ან რა იყო?!
წლების მანძლზე დაგროვილ ისტორიებს ინახავენ მეხსიერებაში, არაფერს მიყვებოდნენ. სიცივეში, ფილტვებში ნასეირნები სიგარეტის ბოლი მძიმედ მიცურავს ჰაერში, სულ მიჩნდება სურვილი გავყვე მას… სადღაც გავუჩინარდე, სიბნელეში. დროს ვკლავ და დრო მკლავს… მარტო დალევის სურვილი, რომ გიჩნდება და ჭიქას იღებ ხელში ცუდის ნიშანია არა?! მარტოობა Sucks. Phonebook > Sunny > Call.
ყოველწლიურად ამ უფლების უხეში დარღვევა ხდება. ეს სხავდასხვა აკრძალული საქმიანობით არის გამოწვეული, რომელთაგან ერთ–ერთი ტრეფიკინგია. ადამიანებით ვაჭრობის პრობლების აქტუალობა საქართველოში შემთხვევითი არ არის. მსგავსი არალეგალური საქმიანობის მიზეზი ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია.
გადავწყვიტე. ვიცოდი რაზეც მივდიოდი, თუმცა ამ ყველაფერს ვერ გავუძელი. ყოველდღიურად რამოდენიმე სხვადასხვა მამაკაცის დაკმაყოფილება მიწევდა.” – ამბობს მხსვერპლი და დეტალების მოყოლისგან თავს იკავებს, რადგან ამის გახსენება მისთვის ძალიან ძნელია. მას რეაბილიტაციის ცენტრისთვის არ მიუმართავს, რადგან თვლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას ვეღარ შეძლებს: “თავის მოკვლის სურვილი ბევრჯერ გამჩენია, თუმცა გამბედაობა არ მეყო.” მომავლის იმედი არ აქვს და თვლის, რომ მისი ცხოვრება ტრეფიკინგმა ფაქტობრივად დაასრულა.
ირდება.” მისი აზრით, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა საშიშროების წინაშე დგებიან ისინი, საზღვრის უკანონოდ გადაჭრის შემთხვევაში.
უდიის “Step Records”-ის განცხადებით, ფესტივალი ახალბედა მუსიკოსებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ გრანდიოზულ კონცერტში, რომელიც სპორტის სასახლეში გაიმართება.
“წარმოდგენა არ მაქვს რა აზრი აქვს “ფოთოლას” ჩაცმას, ეტყობა ზამთარში რომ არ შესცივდეს, გაზაფხულზე ალბათ ისევ გახდიან!” “ჩემი აზრით, არასწორია ქანდაკების ასე მორთვა, ვერ ვხვდები რა საჭიროა!” კულტურის ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრომ თბილისის მონუმენტებზე პასუხისმგებლობას მერიის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტს აკისრებს, თუმცა ამ ფაქტის შესახებ კომენტარზე თანხმდება: “ჩვენ არ ვიწონებთ ამ საქციელს, ძეგლზე მსგავსი აქცია არაფერს ემსახურება! თუმცა კონკრეტული ქანდაკება თუ არ ზიანდება ნებისმიერი ქმედების განხორციელებაა შესაძლებელი.” თბილისის მერიის პრესცენტრის განცხადებით კი არანაირი კანონი არ კრძალავს მონუმენტის სახეცვლილებას.
“Step Records”-ის დირექტორი, ფესტივალის ორგანიზატორი, მუსიკოსი აჩიკო გულედანი აცხადებს, რომ ეს ყოველწლიური ყველაზე მასშტაბური ფესტივალია. მასში მონაწილეობენ ბენდები, რომლებსაც არც პროდიუსერი და არც მენეჯერი არ ჰყავთ, თუმცა ცდილობენ ხარისხიანი მუსიკა შექმნან და საზოგადოებას გააცნონ. “პროექტზე ორი თვეა ვმუშაობთ, 57 შემოსული განაცხადიდან, 12 საუკეთესო ჯგუფი შევარჩიეთ. ფესტივალის მიზანი მუსიკალური ხარისხის ამაღლება” – ამბობს აჩიკო და ამატებს, რომ მათთვის მთავარი ჯანსაღი კონკურენციის შექმნაა. მუნიციპალიტეტი კი მათ ისეთი იდეების განხორციელებაში ეხმარება, რაც წინათ წარმოუდგენელი იყო: ” მაისში ისეთი ჯგუფები ჩამოვლენ, შეიძლება გაგიჟდე!”
დიუსერი, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ კომენტარს ტელევიზიის არცერთი თანამშრომელი არ გააკეთებს: ”მე თქვენ პრობლემებს არ შეგიქმნით, მაგრამ არავითარი კომენტარი. უყურეთ და გაიგებთ!” ჟურნალისტებმა, რომლებმაც კომენტარი ვერ მიიღეს, არც ის იცოდნენ, რომ ტელევიზიის შენობის გადაღება სასტიკად აკრძალულია. რატომ ასაიდუმლოებს ”RealTV” მუშაობის პროცესს, ჟურნალისტების ვინაობას და ტელევიზიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ეს უცნობია, თუმცა წყაროს, რომელიც ინტერვიუს ანონიმურობის პირობით თანხმდება ამასთან დაკავშირებით თავისი ინფორმაცია აქვს. წყარო ამბობს, რომ შენობა, რომელშიც ტელეკომპანია ”RealTV”-ია განთავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით კეკუას ეკუთვნოდა. სამართალდამცავებმა
დავით კეკუა 2008 წლის 2 მაისს სამსახურეობრივი მოვალეობის და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. მის საკუთრებაში მყოფი შენობა, რომელშიც დღეს ”RealTV”-ია მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩამოართვა. დავით კეკუამ 6 თვის პატიმრობის შემდეგ სიცოცხლე საკანში თვითმკვლელობით დაამთავრა. წყარო ასევე აზუსტებს, რომ ”
RealTV”-ის ტელევიზია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სადაც შესაძლებელია გადაამოწმოთ თუ ვის ბალანსზე ირიცხება საკუთრება, ასეთი ინფორმაციის მიღება ფასიანია. სწორედ ამიტომ, ერთ დღეში შენობის მფლობელის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
ნ კატეროტიული უარი მიიღეს. ”ვერ ვხედავ უარის მიზეზს, შეიძლება რაიმე არასწორად ჰქონდათ გადაცემული და ამიტომ არ მოგვცეს. ყოველ შემთხვევაში მოტივაცია ჩემთვის უცნობია” – აცხადებს ნათია და ამატებს, რომ ”RealTV”-სთან დაკავშირებით მასსაც ბევრი კითხვები აქვს: არ არსებობს ფაქტობრივი მესაკუთრე, ვერ ვხვდებით ვინ არის დამფინანსებელი, ან საერთოდ რა კატეგორიის ტელევიზიაა. ”არამგონია შსს-ში ვინმე ისეთი ”ტუპოია”, რომ აწყობდეს ასეთი ტიპის ტელევიზია. შეიძლება დონაძეს ვეღარ ასაქმებენ, რაღაც მოიგონა თვითონ და ერთობა”. კითხვაზე თუ რამდენად რეიტინგული იქნება ”RealTV” ამბობბს, რომ ტელეკომპანიის იმიჯი მის გამჭვირვალეობაზეა დამოკიდებული: ”როცა შენ მიკეტავ ინფორმაციის ყველანაირ წყაროს, მეკარგება შენდამი ნდობა. ალბათ ეს ტელევიზია შეიქმნა იმისთვის, რომ, იმას რასაც პირობითად სხვა ტელევიზიები არ იკადრებს, ”RealTV” ამას გააკეთებს. ეს ჩემი აზრია. შეიძლება ვცდები.”
ინფორმაცია ღია უნდა იყოს. გამონაკლის კომერციული, ან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია წარმოადგენს. სახელმწიფო მედია საშუალებები კი ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი. ის სახელმწიფო დანამატია და პროპაგანდისტის როლს ასრულებს: ”თუ ტელევიზია ხელისუფლების ინტერესებს იცავს, ის საზოგადოების ინტერესების დამცველი ვერ იქნება”. პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ რაიმე სხვა სახის დაკვეთის შემსრულებელი ჟურნალისტის გამართლება მას წარმოუდგენლად მიაჩნია. თუმცა აქვე ამატებს, რომ ქართული საზოგადოება არ ეძებს დამოუკიდებელ აზრს. ის ყოველთვის ლოიალურ ტელევიზიას ირჩევს: ”რეიტინგი არა ხარისხიანი ინფორმაციის, არამედ პოლიტიკური ლოიალობის მიხედვით წყდება”.


სცენარით ვითარდება ფილმი, რომლის გადაღება სამი კვირაა დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება. ფილმის პროდიუსერები პაპუნა დავითაია, რენი ჰარლინი და ჯორჯ ლასკო არიან. გადაღებებში ისეთი ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ, როგორიც ენდი გარსია, დინ ქეინი და რიჩარდ კოულია. პროექტში ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ. კინოპროფესიონალთა 150 კაციანი ჯგუფში, როგორც ქართველი, ისე ინტერნაციონალური კოლექტივია ჩართული.
საქაფრთველოში ფილმის გადაღებებს ”Gold Invest”-ი მასპინძლობს, რომლის ადმინისტრაციული დირექტორი თამუნა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ფილმი დაკვეთილი არ არის და პოლიტიკაში არ ერევა. ”ეს იქნება სიმართლის მთქმელი ფილმი. კინოს ბიუჯეტს რაც შეეხება ჰოლივუდი არ აფინანსებს. შესაბამისი თანხები საქართველოდან გამოიყო” – ამბობს თამუნა. კითხვაზე დაუკვეთა თუ არა საქართველომ ფილმი ჰოლივუდს, როგორც რუსეთმა კუსტურიცას, პასუხობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს ნამდვილად დაკვეთა იყო. ისეთი ცნობილი და მაღალი დონის რეჟისორები კი შეკვეთებს უბრალოდ არ იღებენ – ”კუსტურიცას და რენი ჰარლინს ერთმანეთს ნუ ადარებთ”
ფილმის სახელწოდებაზე უამრავი ადამიანი მუშაობს და სავარაუდოდ ის გადაღებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ამერიკელი რეჟისორი რენი ჰარლინი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა თავი მოაბეზრეს, თუმცა ორსიტყვიან კომენტარზე მაინც თანხმდება. მისი აზრით ქართველი ხალხი არაჩვეულებრივია თავისი სტუმართმოყვარეობით. ელოდება შემოთავაზებებს და ეძებს ახალ პროექტებს, რომელსაც საქართველოში მომავალში განახორციელებს: ”თუ დამირეკავენ ვუპასუხებ.”
წვიმის დროს ასფალტზე დაგროვილი წყალი ვეღარსად ჩაედინება და ამიტომ წარმოიქმნება ”მდინარეები”. გადაუღებელი ნალექის დროს კი, ეს მდინარეები ტბების მოცულობას იღებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა ფეხითმოსიარულეთათვის, რადგან ქუჩებზე გადასვლის პრობლემასთან ერთად გახშირდა დაუდევარი მძოლების მიერ მათი გაწუწვის ფაქტები. ბევრჯერ დავინტერესებულვარ იყო, თუ იყო გათვალისწინებული იმ მრავალმილიონიან პროექტში, რომელიც ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებდა, ამ სისტემის შექმნა, თუმცა პასუხი ვერავისგან მივიღე და ძიებასაც თავი დავანებე. წყლის გადინების სისტემის შექმნის შემთხვევაში, ქუჩების ხასისხით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ვერც მათი არსებობა გასტანტა დიდი ხანი. ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული გარემო იქნებოდა. სავარაუდოდ ნაგავი, რომელიც ქალაქში მრავლადაა ამოავსებდა წყლისთვის განკუთვნილ მილებს. ჩემი აზრით, ასეთი სისტემის არ არსებობა აზიანებს ასფალტის საფარს და ამიტომ ხდება მისი ასეთი ხშირი შეკეთება. გამუდმებული საგზაო სამუშაოები კი სხვა უსიამოვნო სიტუაციებსაც იწვევენ, როგორიცაა სახობები, ხმაური, მტვერი და ა.შ თავისთავად ეს ყველაფერი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს და იზრდევა უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი.
თბილისი – განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის დედაქალაქი, რომლის მძიმე და ყოველდღიურობით დაღლილი სუნთქვა, ახლა, 12:55 წუთზე განსაკუთრებით კარგად მესმის. რთულია სხვადასხვა ემოციით სავსე ადამიანების მძიმე, თუ მსუბუქი ნებიჯების გაძლება მთელი დღის ნამძილზე. ნაბიჯების, რომლებიც დღის ბოლოს უფრო მძიმდებიან. დღეს მეც მხიარულად მივაბიჯებდი ქუჩაში მეგობართან შესახვედრად და ვგრძნობდი გარემოს აღქმასთან ერთად, როგორ მძიმდებოდა თითოეული ჩემი ნაბიჯი, რაც ნაგვის სიმრავლით იყო განპირობებული. ადრეც ყოველთვის მაწუხებდა ეს პრობლემა და ხშირად მიფიქრია მისი გადაჭრის გზებზე, თუმცა ყოველთვის ერთ დასკვნამდე მივდიოდი: პრობლემის გადასაჭრელად საზოგადოების მასობრივი აზროვნების შეცვლაა საჭირო.


